აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის კაბინეტის შენობაში ისროლეს

აფხაზური მედიის ცნობით, დღეს, 20 ივნისს, დაახლოებით დილის 10 საათზე, სოხუმში დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის კაბინეტის შენობაში ისროლეს.

აღნიშნულ შენობაში მომუშავეთა ინფორმაციით, სროლა აფხაზეთის 1992-1993 წლების ომის ინვალიდთა ფონდის თავმჯდომარის, ბადრი აგრბას კაბინეტთან იყო.

მედიის ცნობითვე, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა დამატებითი დეტალები ჯერ არ გარკვეულა.