ქუთაისში საინკასაციო მანქანაზე ყაჩაღური თავდასხმა მოხდა

ქუჩაისში ჯერჯერობით დაუდგენელი პირები საინკასაციო მანქანას დაესხნენ თავს და გაიტაცეს. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, სამართალდამცავებმა გატაცებულ მანქანას მიაკვლიეს, თუმცა უწყებაში ჯერჯერობით არ ავრცელებენ ინფორმაციას გატაცებული თანხის შესახებ.

შსს-ის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.