“გიას საზოგადოება კარგად იცნობს, მთელი ამ წლების განმავლობაში ის იყო საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი და მე, როგორც საქმეში ჩახედულმა ადამიანმა, შემიძლია გადაუჭარბებლად ვთქვა, რომ გარდა იმისა, რომ ის იყო ავტორი ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი კანონის,  რომელმაც ფუნდამენტურად შეცვალა სამართლებრივი სისტემა, დახვეწა ბიზნესისა და სახელმწიფოს ურთიერთობები, ის იყო ჯანსაღი, კარგი ოპონენტი ჩვენს შიგნით, როდესაც გვქონდა კამათი სხვადასხვა საკითხებზე”, – ასე დაახასიათა უგულავამ საბურთალოს ახალი გამგებელი.

 

რაც შეეხება ლევან მხეიძეს, მას წინა წლებში ნამუშევარი აქვს საქართველოს ფინანსური პოლიციის უფროსის, გარემოს დაცვის ინსპქეციის უფროსის თანამდებობებზე.

 

უგულავას თქმით, ახალი გამგებლების დანიშვნა დედაქალაქის მთავრობის წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია:

 

“მინდა ყველა გამგებლის მისამართით ვთქვა, რომ დღეს, როგორც არასდროს, აუცილებლობას წარმოადგენს, პირველ რიგში, არა მარტო ასფალტის თუ კეთილმოწყობის სამუშაოები, დღეს, როგორც არასდროს, პირველ მიზანს წარმოადგენს მოვუსმინოთ თითოეულ უბანში თითოეულ თბილისელს, გავიზიაროთ მათი სატკივარი, მათი პრობლემები. ამ თვალსაზრისით მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, რომ ხდება განახლება.”

 

უგულავას თქმით, გამგებელი უნდა იყოს ადვოკატი ნებიმისმიერი მოქალაქის, დამცველი სოციალურად დაუცველების, სამსახურიდან უკანონოდ გაშვებული ადამიანების, ბიზნესმენების ინტერესებისა.

 

დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გიგი უგულავა ასევე გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებულ ახალ კონცეფციას თვითმმართველობის შესახებ:

 

“მე კატეგორიულად არ ვიზიარებ, რომ თბილისის მერი 2014 წლიდან აღარ იყოს პირდაპირ არჩევითი. ეს ამ კონცეფციაში, სამწუხაროდ, დევს”, – განაცხადა უგულავამ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *