პარლამენტის სხდომას 23 დეპუტატი ესწრება [ვიდეო]

დღეს, 16 ივნისს, 16:53 საათის მდგომარეობით, პარლამენტის სხდომას 23 დეპუტატი ესწრება. სხდომის დაწყებისას, 12:00 საათზე რეგისტრაცია 79-მა დეპუტატმა გაიარა.

23 დეპუტატით დაკომპლექტებულმა პარლამენტმა რამდენიმე კანონპროექტი მესამე მოსმენით სწრაფად განიხილა. რედაქციული შენიშვნა არავის ჰქონია.

პარლამენტის სხდომა

კანონპროექტით, მაღალი სამედიცინო და სოციალური რისკის მქონე, ბრუნვისთვის შეზღუდულ ნარკოტიკული საშუალებების პრეპარატების ჩამონათვალს ასევე ემატება ბუპრენორფინის შემცველი ყველა კომბინირებული პრეპარატი.