როგორ უნდა გააქტიუროთ ‘სიამაყის რეაქცია’ ფეისბუკზე

ფეისბუკის მომხმარებლებს სულ ხუთი რეაქციით – მოწონებით, გაცინებით, სიყვარულით, გაკვირვებით, ტირილით ან გაბრაზებით – შეგიძლიათ გამოხატოთ ემოციები. თუმცა ივნისში ფეისბუკს სიამაყის ემოცია დაემატა.

ივნისი სიამაყის თვედაა მიჩნეული, რომელსაც გეი, ლესბოსელი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ინტერსექსი, ქვიარ ადამიანები და მხარდამჭერები აღნიშნავენ.

“ჩვენ გვსურს შევქმნათ პლატფორმა, რომელიც მხარს დაუჭერს ყველა საზოგადოებას. ამგვარად, ჩვენ გაძლევთ განსაკუთრებულ რეაქციას, რომელსაც გამოიყენებთ სიამაყის თვის განმავლობაში, რათა ვიზეიმოთ სიყვარული და მრავალფეროვნება”, – წერია ფეისბუკის გუნდის პოსტში.

თუ თქვენც გსურთ, რომ ამგვარი რეაქცია გქონდეთ, მიჰყევით შემდეგ ინსტრუქციას: მოიწონეთ ეს გვერდი LGBTQ@Facebook ფეისბუკზე. გვერდის მოწონების შემდეგ თქვენ ავტომატურად გაგიაქტურიდებათ სიამაყის ემოცია. მობილური აპლიკაციის შემთხვევაში შესაძლებელია ფეისბუკის აპლიკაციის განახლება (updata) დაგჭირდეთ.