რომან გოცირიძე: ხელისუფლება საარჩევნო სისტემის საკითხით ვენეციის კომისიას აშანტაჟებს

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნების” მიერ შემოთავაზებული საარჩევნო ბონუსის სისტემა უსამართლოა. მისი თქმით, ხელისუფლება მაჟორიტარული სისტემის დატოვების  საკითხით ვენეციის კომისიას აშანტაჟებს.

“ხელისუფლების შემოთავაზებული მოდელი არის უსამართლო. ბონუსის თავდაპირველი ვარიანტით, ხელისუფლება ამბობდა, რომ მე სხვებთან შედარებით ერთი კილომეტრით წინ უნდა დავდგე. ყველამ დაინახა, რომ ეს აბსურდია. შემდეგ შეცვალეს წესი და თქვეს – 500 მეტრით ვიქნებით წინ. ეს უკანდახევა მათ წარმატებად გამოაცხადეს. ფაქტია, რომ ამ სისტემით ისინი სასტარტო უპირატესობას ღებულობენ,” – ამბობს რომან გოცირიძე.

დეპუტატის აზრით, ამ სასტარტო უპირატესობის შერგება იმიტომ სურთ, რომ ვენეციის კომისიის დაშანტაჟების მექანიზმი აქვთ:

“სპექტაკლი მოაწყვეს და ყურმოჭრილი მაჟორიტარების ბუნტი გამოიგონეს. თითქოს მაჟორიტარული სისტემა დარჩება და პროპორციულზე არ გადავალთ. რომელი მაჟორიტარი აუხტება ივანიშვილს? სასაცილოა. სულ ფეხებზე ჰკიდია მაჟორიტარები ივანიშვილს და მათ ხმაურს ყურადღებას არავინ მაიქცევს. რა თქმა უნდა, პროპორციულ სისტემაზე გადავალთ. ეს ყვირილი ვენეციის კომისიის დასაშანტაჟებლად გამოიყენეს,”  – განაცხადა გოცირიძემ.

დღეს, 16 ივნისს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ვენეციის კომისიასთან საარჩევნო ბონუსის საკითხზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს. დეპუტატების განმარტებით,  ბონუსის სისტემა სამ პრინციპს მოიცავს და მხოლოდ იმ შემთხვევაში მუშაობს, თუ პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ 38-დან 44 პროცენტამდე მიიღო: