10:00 – მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართება.
11:00 – “ევროპული საქართველოს ” ოფისში (ორთაჭალა, გულიას 1) ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრიფინფი. თემა – ფადი ასლის განცხადება და ზეწოლა ბიზნესზე.
11:00 – ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ადვოკატი ზურაბ როსტიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უმოქმედობასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება სასამართლოს მიერ დაბა ბაკურიანის მოსახლეობის მიწის ნაკვეთებზე უკანონოდ ყადაღის დადაებას.
12:00 – სასტუმრო ,,CITADINES’’ -ის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან. თემა: საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებული პროექტი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების განკარგვასთან დაკავშირებით.
13:00 – სასტუმრო რუმსში, გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით მხატვრული ფილმის “უარყოფითი რიცხვების” კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართება.
16:00 – ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პირველი საჯარო ლექცია გაიმართება.
18:00 – საკურორტო ზონა შეკვეთილში მდებარე გასართობი პარკი “ციცინათელა” და პარკი “საქართველო მინიატურებში” 2017 წლის სეზონი ოფიციალურად იხსნება.