opendata.ge–ზე გამოქვეყნებული ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველოს
საქართველოს პარლამენტის აპარატისთვის 2012 წლის 1 იანვრიდან 20 ოქტომბრამდე ავტომობილთა საწვავით უზრუნველყოფისთვის დაიხარჯა 733 697 ლარი, ხოლო 2012 წლის 20 ოქტომბრიდან 2013 წლის 31 იანვრამდე კი – 219 793 ლარი.
რაც შეეხება ქუთაისში პარლამენტის თანამშრომლებისა და დეპუტატებისთვის ბინის დაქირავების თანხებს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს პარლამენტიდან აცნობეს, რომ დეპუტატების ბინის დასაქირავებლად ყოველწლიურად გამოიყოფა 1 500 000 ლარი, ხოლო, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის- 3 073 000 ლარი.
ამ დროისათვის პარლამენტის აპარატში შტატიანი 606, ხოლო შტატგარეშე 79 თანამშრომელი მუშაობს, გარდა ამისა, დროებითი კომისიების აპარატებში 66 ადამიანია დასაქმებული.
საქართველოს პარლამენტარებმა 2012 წლის 1 იანვრიდან ამავე წლის 22 ოქტომბრამდე მივლინებებში სულ დახარჯეს 226 350 ლარი, მათგან ყველაზე დიდი ოდენობის თანხა – 92 762 ლარი დაიხარჯა წინა მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის ვიზიტებზე. რაც შეეხება ახალი მოწვევის პარლამენტს, 2012 წლის 22 ოქტომბრიდან 2012 წლის 31 დეკემბრამდე პარლამენტართა მივლინებებისთვის, ჯამში, დახარჯულია 19 761 ლარი.
