პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ბიძინა ივანიშვილის მოწვევით ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ქეთრინ ეშტონმა და გაფართოვებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა სტეფან ფულემ საქართველოში მოავლინეს სპეციალური წარმომადგენელი – თომას ჰამერბერგი, როგორც ევროკავშირის სპეციალური კონსულტანტი სამართლებრივ და კონსტიტუციურ საკითხებსა და ადამიანის უფლებებში.
ჰამერბერგი აქტიურად მიადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და პროცესებს. ამგვარად მისი საქმიანობა, ერთი მხრივ, დაეხმარება მთავრობასა და პარლამენტს რეფორმების უკეთ წარმართვაში. საქართველოს მთავრობა ასევე იმედოვნებს, რომ თომას ჰამერბერგი ხელს შეუწყობს საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ ევროსტრუქტურების სათანადო ინფორმირებას”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.
