დღეს, 6 ივნისს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევ წევრებს უსმენს. პარლამენტმა საბჭოს 4 წევრი უნდა დანიშნოს, არჩევანი კი 34 კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს.
პარლამენტის მიერ არჩეული ახალი წევრები ჩაანაცვლებენ საბჭოში პარლამენტის მიერ დანიშნულ 4 წევრს: ევა გოცირიძეს, კახა სოფრომაძეს, გოჩა მამულაშვილს და ვახტანგ თორდიას. ამ ოთხ წევრს უფლებამოსილების ვადა 14 ივნისს გასდით.
“წარმოდგენილი არის 34 კანდიდატი. ასეთი მაღალი აქტივობა არ ყოფილა არც ერთ კონკურსზე, რაც მე მახსოვს, და ყველაზე მაღალი ინტერესია ამ კონკურსის მიმართ,”- განაცხადა ეკა ბესელიამ კომიტეტის სხდომის დაწყების წინ.
ეკა ბესელიას განცხადებით, თითოეულ კანდიდატს გამოსვლისთვის 5 წუთი მიეცემა, თუმცა კომიტეტის წევრები კანდიდატებს კითხვებს არ დაუსვამენ.
“ყველას წინასწარ ბოდიშს მოვუხდი, რომ ჩვენ ვერ შევძელბთ დღეს კითხვების დასმას კანდიდატებთან იმიტომ, რომ ეს იქნება ფიზიკურად შეუძებელი დროის თვალსაზრისით,”- განაცხადა ეკა ბესელიამ.
კანდიდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად კომიტეტში ფარული კენჭისყრა ჩატარდა. საბოლოო გადაწყვეტილებას კი პარლამენტი პლენარულ სხდომაზე მიიღებს.
კანდიდატები არიან: