ახალი ამბები

პროკურატურა: რიყის საქმეზე, შესაძლოა, პრეზიდენტიც დაიკითხოს

26 თებერვალი, 2013 •
პროკურატურა: რიყის საქმეზე, შესაძლოა, პრეზიდენტიც დაიკითხოს

კბილაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი საქმის კურსში იყო იმ ფაქტის შესახებ, რომ მაშინდელმა ფინანსთა მინისტრმა, ნიკა გილაურმა ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი ტრანსფერის სახით თბილისის ბიუჯეტში გადარიცხა. 

 

როგორც კბილაშვილი აცხადებს, 2008 წლის გაზაფხულზე ნიკა გილაურმა პარლამენტს მოსთხოვა, ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილება შეეტანა, რათა ბიუეჯეტიდან ტრანსფერის სახით თანხა თბილისის ბიუჯეტში გადარცხულიყო, რაზეც პარლამენტის თანხმობა მიიღო.

 

მთავარი პროკურორის განცხადებითვე, დაკითხვის დროს ნიკა გილაურმა აღნიშნული ფაქტი ვერ გაიხსენა. 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი