ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ერთ-ერთ ინდმეწარმეს, რომელიც გაყინული თევზის შებოლვას და რეალიზაციას ახდენდა, საწარმოში არსებული დარღვევის გამოვლენის შემდეგ კანონით გათვალისწინებული სანქციის გამოწერის სანაცვლოდ ქრთამის სახით 100 ლარი გამოართვა.


“ის ასევე შეუთანხმდა, რომ აღნიშნული ოდენობის თანხა ინდმეწარმეს მისთვის ყოველთვიურად გადაეხადა.”- ნათქვამია განცხადებაში.

 

აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს 6-დან 9-წლამდე  ვადით თავისუფლების აღკვეთას.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *