მთავრობის დაპირებით, პეტიციების საიტი ichange.gov.ge ივნისის ბოლოს ამუშავდება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პეტიციების შესაქმნელად ახალი პორტალი ichange.gov.ge ამუშავდება. მთავრობის ცნობით, საიტი ივნისის ბოლოს იქნება მზად.

მთავრობის 2017 წლის 18 მაისის დადგენილების მიხედვით, პეტიციის დასარეგისტრირებლად საჭიროა, მოქალაქე დარეგისტრირდეს მისი პირადი ნომრის, მობილურისა და ელექტრონული ფოსტის მიხედვით.

პეტიციის მხარდამჭერებისთვისაც სავალდებულო იქნება დარეგისტრირება. საიტი ხელმოწერის მიხედვით მის ნამდვილობას შეამოწმებს და მხარდამჭერების მხოლოდ ინიციალები გამოჩნდება.

ichange.gov.ge-ს ეყოლება მოდერატორი ან მოდერატორები, რომელთა მოვალება პეტიციების გამოქვეყნება, მომხამრებელთან კომუნიკაცია  და საიტის შეცვლაზე ანგარიშების მომზადება იქნება. მოდერატორმა 10 კალენდარულ დღეში უნდა განიხილოს პეტიციის შესაბამისობა წესებთან, ხოლო შემოწმებიდან 2 დღეში წერილობითი პასუხი უნდა მისწეროს მოდერატორს.

იმისთვის, რომ პეტიცია განიხილონ, გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში მხარი უნდა დაუჭიროს 10 000-მა ადამიანმა. საკმარისი რაოდენობით მხარდაჭერის შემთხვევაში პეტიციას განიხილავს სპეციალური კომისია, რომელშიც სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები შევლენ.

ამ კომისიის რეკომენდაციით, შესაძლებელია, რომ მინისტრთა კაბინეტმა პეტიცია განიხილოს მთავრობის სხდომაზე.

ხელმოწერების შეგროვებიდან 3 კალენდარული თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ უნდა მოამზადოს წერილობითი პასუხი პეტიციაზე და ichange.gov.ge-ზე გამოაქვეყნოს.

[yellow_box]პეტიცია გამოქვეყნდება იმ შემთხვევაში, თუ:[/yellow_box]

[checklist]

[/checklist]

[red_box]არ გამოქვეყნდება, თუ:[/red_box]

[crosslist]

[/crosslist]

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პროექტის იდეა შემუშავდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. ხოლო საიტის განხორციელებაში ჩართულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტო.