საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მხარდამჭერი დეკლარაციის სამუშაო ვერსიის თანახმად, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა აფასებს საქართველოს მიერ ნატოს თავდაცვაში შეტანილ წვლილს და ადასტურებს საქართველოს ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერას.
დოკუმენტის თანახმად, ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ საქართველოს თანამშრომლობა ალიანსთან მოიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რომელიც მას საბოლოო წევრობისათვის მოამზადეს; ასევე საპარლამენტო ასამბლეა ითვალისწინებს წევრი ლიდერების პოზიციას, რომ გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) დახმარებით, რაც ამ პროცესის არსებითი ნაწილია, საქართველო გახდება ნატოს წვერი.
დეკლარაციის სამუშაო ვერსიაში მაღალი შეფასება აქვს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს დემოკრატიის, ინსტიტუციების გამჭვირვალეობის ხარისხისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით, რომელიც მათი განცხადებით სამაგალითოა მთელი რეგიონისათვის. აქვე აღნიშნავს, რომ უფრო მეტი ღონისძიების გატარებაა საჭირო კანონის უზენაესობის, მედიაპლურალიზმის გაძლიერებისა და პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად.
დოკუმეტში მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გმობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას, ასევე, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების ფართომასშტაბიან დარღვევას, ადმინისტარციული სასაზღვრო ხაზის მიღმა გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას, რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების მუდმივ დარღვევას. ასევე ამ ტერიტორიებზე სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობას, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას.
ასამბლეა მიესალმება საქართველოს კონსტრუქციულ პოლიტიკას რუსეთთან არსებული დაძაბულობის დეესკალაციისათვის და მის მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში.
დეკლარაციის სამუსაო ვერსიაში მოუწოდებენ ალიანსის წევრი ქვეყნების პარლამენტებსა და მთავრობებს:
საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს:
რუსეთის ფედერაციას:
ნატოს საპარლამენტო ასამბლეა პირობას დებს, რომ ნატოში გაწევრების პროცესში გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერასა და დახმარებას, ისე როგორც ამას წარსულში აკეთებდა.
დეკლარაციის სამუშაო დოკუმენტის ტექსტს, რომლიც გუშინ შეიმუშავეს, საპარლამენტო ასამბლეა, სავარაუდოდ, დღეს დაამტკიცებს.