მთავარი პროკურორის თქმით, ამის საფუძველი შესაძლოა გახდეს პატარკაციშვილების ოჯახის ნათესავისა და “იმედის” ყოფილი მფლობელის, ჯოზეფ ქეის ჩვენება, რომელიც მან პროკურატურას დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოწმის სტატუსით მისცა.

 

არჩილ კბილაშვილის თქმით, ჯოსეფ ქეის ჩვენებიდან ირკვევა, რომ 2008 წელს “იმედის” მითვისების საქმეში მონაწილეობდნენ თბილისის მერი გიგი უგულავა და თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი.

 

“ქეის განმარტებით, ის საქართველოში ჩამოვიდა იმისათვის, რომ დაერეგულირებინა გამწვავებული ურთიერთობა ბადრი

 

პატარკაციშვილსა და ხელისუფლებას შორის. 2008 წლის იანვარში ჩამოვიდა და გამართა მოლაპარაკებები საქართველოს პრეზიდენტთან.

 

ქეის ჩვენებიდან გამომდინარე, ის ასახელებს, რომ იანვარში ტელეიმედის მართვის საკითხები შეთანხმებული იყო პრეზიდენტთან მისი მართვის საკითხზე. შესაძლოა დაიკითხოს მოწმედ მიხეილ სააკაშვილი”, – განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

მთავარი პროკურორის თქმით, სწორედ ამ გარემოებასთან დაკავშირებით შესაძლოა დაიკითხოს პრეზიდენტი მოწმის სტატუსით.

 

არჩილ კბილაშვილმა ქეის ჩვენებაზე დაყრდნობით ისაუბრა, რომ ჯოზეფ ქეიმ 2008 წლის იანვრიდან ამავე წლის 16 დეკემბრამდე “იმედის” შენახვისთვის 11 მილიონი აშშ დოლარი გაიღო, ხოლო 2008 წლის 16 დეკემბერს მას “იმედი” მუქარით დაათმობინა დავით კეზერაშვილმა, თუმცა დახარჯული 11 მილიონი აუნაზღაურეს რიყის გასხვისების სქემის განხორციელების შედეგად, რის გამოც გიგი უგულავას ბრალი უკვე წაუყენეს.

“საზოგადოებას ახსოვს 2006 წელს რიყის გასხვისების საკითხი, როცა 7 მილიონ დოლარად გასხვისდა, 2008 წლის დეკემბერში რიყე გამოისყიდეს 17 მილიონად. რიყის მესაკუთრეებმა მიიღეს 7 მილიონი, ხოლო დარჩენილი 10 მილიონი, მას შემდეგ, რაც 1 მილიონ 200 ათასით დაიბეგრა, დარჩენილი თანხა გადაირიცხა ჯოზეფ კეის ანგარიშზე”, – განაცხადა კბილაშვილმა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *