ფეისბუკის მესენჯერი და სასაუბრო ხარვეზებით მუშაობს ან გამორთულია

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ფეისბუკის მესენჯერი და სასაუბრო რამდენიმე საათია ხარვეზებით მუშაობს, ხოლო ზოგან საერთოდ გათიშულია. ამის შესახებ ინტერნეტმომხმარებლები სხვადასხვა ქვეყნებიდან რამდენიმე საათია წერენ პოსტებს.

საქართველოში დაახლოებით ერთი საათია ხარვეზებით მუშაობს როგორც ფეისბუკის მობილურის აპლიკაცია, ისე სოციალური ქსელის სასაუბრო, რითაც ხშირად კომპიუტერით სარგებლობთ; თავდაპირველად ახალ შეტყობინებებს არ აჩვენებდა, ხოლო შემდეგ ყველა შეტყობინება გაქრა სასაუბროდან. ინფორმაცია გადავამოწმეთ გერმანიაშიც, სადაც ანალოგიური სიტუაციაა.

თავად ფეისბუკი იტყობინება, რომ ხარვეზის აღმოსაფხვრელად მუშაობენ, თუმცა ჯერ-ჯერობით სიტუაცია არ შეცვლილა. მესენჯერის გათიშვა საკმაოდ პოპულარულია ტვიტერში, სადაც ტრადიციულად სახუმარო პოსტებს წერენ კონკურენტი სოციალური ქსელის მორიგ ხარვეზზე.

cirie just responded to me on facebook messenger pic.twitter.com/4fs3Ugi1vp

— ㅤ (@CIRlEFIELDS) May 27, 2017