“თქვენ განაცხადეთ დღეს, თუ არ ვცდები, ციტატას წავიკითხავ, რომ ხაჩიძის გადასაწყვეტია, უნდა ჩოხა ჩაიცვას, უნდა სხვადასხვა სექსუალური უმცირესობების ტანსაცმელი, მისი ნებააო. რას ნიშნავს ეს თქვენი ჰომოფობიური განცხადება? ვის გულისხმობთ სექსუალურ უმცირესობაში, რა ტანსაცმელს გულისხმობთ და საერთოდ, რის თქმა გინდოდათ? ხომ არ ნიშნავს ეს საქართველოს პარლამენტის დეპუტატისგან პირდაპირ ჰომოფობიურ განცხადებას?”
გუჯაბიძემ დაადასტურა, რომ მან ეს ნამდვილად განაცხადა, თუმცა განმარტავს, რომ ეს ხაჩიძის იმ ინტერვიუზე პასუხი იყო, რომლეშიც, მისი მტკიცებით, ის ამბობდა, რომ ჩოხაში დეპუტატები მაგარი სექსი იქნება.