21თებერვალს მთავრობის სხდომაზე გრიფი “საიდუმლო” მოეხსნა ათონელის ქუჩაზე, აშშ-ის ყოფილი საელჩოს ტერიტორიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის შენობის მშენებლობის საკითხს.
სამუშაოებს კომპანია „არტესი” ასრულებდა, რომლისთვისაც 16 მილიონი ლარი უკვე გადახდილია. პროექტი ძველი ხელისუფლების გადაწყვეტილებით იყო დაწყებული.
„ჩვენს სახელმწიფოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციას ცალკე შენობა ჰქონდეს. ამიტომ პრემიერ-მინისტრი საქმიანობას მთავრობის კანცელარიის შენობაში გააგრძელებს. კანცელარია არ არის მთლად კარგ მდგომარეობაში, მაგრამ სრული ინფრასტრუქტურაა იმისათვის, რომ ვიმუშაოთ”, – განაცხადა მთავრობის კანცელარიის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა.
მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტები შესასწავლად შესაბამის ორგანოებს უკვე გადაეცა.