ტრამპები ვატიკანში [ფოტო]

დღეს, 24 მაისს, აშშ-iს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მელანია ტრამპი, ივანკა ტრამპი და აშშ-iს დელეგაციის სხვა წევრები რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდნენ.

BBC-ის ცნობით, შეხვედრის შემდეგ ვატიკანის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, მათ ერთმანეთს გაუზიარეს შეხედულებები საერთაშორისო საკითხების შესახებ და ისაუბრეს კარგი ურთიერთობების გაგრძელებაზე.

ტრამპმა აღნიშნა, რომ “არაჩვეულებრივი შეხვედრა იყო”. მესამე დღეა, რაც აშშ-ის პრეზიდენტი ახლო აღმოსავლეთისა და ევროპული ტურნეს ფარგლებში შეხვედრებს მართავს.