უხვი ნალექის შედეგად წყალტუბოს სოფელ ჟონეთში რამდენიმე სახლი დაიტბორა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში უხვი ნალექის შედეგად მდინარე რიონი ადიდდა და სოფლის რამდენიმე მცხოვრების კარ-მიდამო დატბორა. როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების სააგენტოში განუცხადეს, წყალმა სოფელ ჟონეთში რამდენიმე სახლის სარდაფი დატბორა. ადგილზე ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს.

უამინდობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 მაისამდე გაგრძელდება.