“მე არ ჩავრეულვარ ამნისტიის პროცესში. მე დარწმუნებული ვარ და საზოგადიებაც დარწმუნებულია, რომ პატიმრების უმრავლესობა

უსაფუძვლოდ იხდიდა სასჯელს. ხარვეზები იყო, მაგრამ იყო მოუთმენლობა მეორე მხრიდან და ალბათ სამ თვეში ხარვეზების გარეშე ვერც განხორციელდებოდა”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მან ასევე ისაუბრა არასამთავრობოების შენიშვნაზე არჩევნების შემდგომ რეგიონებში გამგებლებისა და მათი მოადგილეების მასობრივ შეცვლასთან დაკავშირებით.
“ადგილობრივი თვითმმართველობები ყველაზე მეტად მაწუხებს. დღეს გავიგე, 47 გამგებელი შეცვლილა. ჩემი პოზიცია იყო არ ჩავრეულიყავი და დარჩენილიყვნენ ძველი თანამშრომლები”, – თქვა ბიძინა ივანიშვილმა.
პრემიერის თქმით, არჩევნების შემდგომ ბევრმა ადამიანმა მიიწერა “ქართული ოცნების” წევრობა, რათა საჯარო სამსახურში დასაქმებულიყო. როგორც ივანიშვილმა განმარტა, მსგავსი პრობლემა არ იქნებოდა, თუკი ქვეყანაში უმუშევრობის მსგავსი დონე არ იქნებოდა. პრემიერ–მინისტრის განცხზადებით, “ადგილობრივი თვითმმართველობების შეცვლისას რაც მოხდა, დღევანდელი სახელმწიფოს პირობებში იყო ადეკვატური”.




