„კოალიცია თანასწორობისთვის“, შშმ ბავშვთა მშობლები და სხვა ხელმომწერები ეხმიანებიან თბილისის მერიის ინიციატივას, შეუმცირდეთ პროგრამით გათვალისწინებული კომპლექსური თერაპიის სეანსები აუტიზმის მქონე ბავშვებს.
კოალიცია მიიჩნევს, რომ ეს ინიციატივა სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს აუტიზმის მქონე ბავშვთა უფლების რეალიზებას ჯანმრთელობის უმაღლეს შესაძლო სტანდარტზე, პროგრამის ზოგად ეფექტურობას და პოზიტიური შედეგების მიღწევის შესაძლებლობას.
მერიის მიერ შემოთავაზებული ცვლილების თანახმად, იგეგმება 7-15 წლის ასაკის მოსარგებლე ბავშვებისთვის კომპლექსური თერაპიის სეანსების რაოდენობის შემცირება – თვეში 20-ის ნაცვლად დაფინანსდება 15 სეანსი.
“ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ცვლილების პროექტი შემუშავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლებთან და ოჯახის წევრებთან ყოველგვარი კომუნიკაციის გარეშე, რაც ეწინააღმდეგება როგორც ქვეყნის კანონმდებლობას, ისე გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციის სტანდარტებს, რომლის თანახმადაც, ყველა ინიციატივა თუ ცვლილება განხილული უნდა იყოს თემთან,”- აცხადებენ ხელმომწერები,
ხემომწერების განცხადებით, შშმ პირთა და ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში სერიოზული გამოწვევის წინაშეა, რადგანაც ბავშვებს და მათ მშობლებს უწევთ დისკრიმინაციულ გარემოში ცხოვრება და უფლებების რეალიზებისთვის ყოველდღიური ბრძოლა, რაც ძირითადად თანასწორი გარემოს მიღწევის, ეფექტური რეაბილიტაცია/აბილიტაციის და სხვა სახის სერვისების დანერგვასა და განხორციელების მოთხოვნაში გამოიხატება.
“უფლება ჯანმრთელობის უმაღლეს შესაძლო სტანდარტზე (მათ შორის რეაბილიტაცია და აბილიტაცია) წარმოადგენს სოციალურ უფლებებს, რომელთა მიმართაც სახელმწიფომ არ უნდა გამოიყენოს რეტროგრესიული (მდგომარეობის გაუარესებისკენ მიმართული) ზომები. როდესაც სახელმწიფო ამგვარ ზომებს იღებს, მან უნდა დაამტკიცოს, რომ ზომის მიღება მოხდა „ყველა სხვა ალტერნატივის სიღრმისეული შესწავლის შემდეგ და ამ ზომების მიღება გამართლებულია პაქტით გარანტირებული უფლებების განუყოფლობის და სახელმწიფოს რესურსების მაქსიმალური გამოყენების კონტექსტში.’’
ზემოაღნიშნული ინფორმაციის გათვალიწინებით, ქ. მერიის ინიციატივას პროგრამის სავარაუდო ცვლილებასთან დაკავშირებით კოალიცია უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებს, რადგან ის ეწინააღმდეგება, პირველ რიგში, ბავშვთა ჭეშმარიტ ინტერესს და არღვევს კონვენციურ ვალდებულებას უფლებრივი მდგომარეობის მუდმივ გაუმჯობესებაზე და ფულადი რესურსების დაზოგვის მიზნით დისკრიმინაციულად ახდენს ბავშვების ასაკობრივ სეგრეგაციას. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ყველა ბავშვს, მიუხედავად განსხვავებებისა, თანასწორად უნდა მიეწოდებოდეს ყველა არსებული სერვისი ქვეყანაში,”- აცხადებენ ხელმომწერები.
კოალიცია თანასწორობისთვის და ხელმომწერი პირები მოუწოდებენ თბილისის მერიასა და საკრებულოს:
[checklist]
[/checklist]
ხელმომწერები: