“აეროსმიტის” კონცერტზე ბლექ სი არენასთან მგზავრები მატარებლით მისვლას შეძლებენ

საკონცერტო დარბაზ “ბლექ სი არენასთან” დაახლოებით 400 მეტრში მაღალბაქნიანი სარკინიგზო სადგური მოეწყო, რომელიც პირველად ჯგუფ “აეროსმიტის” კონცერტზე ჩასულ მგზავრებს მოემსახურება. მგზავრები მატარებლიდან პირდაპირ საკონცერტო დარბაზთან შეძლებენ მისვლას.

როგორც “საქართველოს რკინიგზის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია ფეისბუკში წერს, ახალი ბაქანის მშენებლობა ფონდმა “ქართუ” დააფინანსა.

ასევე კონცერტთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა თბილისიდან დამატებით ორ შტადლერის ტიპის ელექტრომატარებელს ნიშნავს.

ასევე კონცერტის გამო რკინიგზა ამატებს ბათუმი-ქობულეთი-ურეკის მიმართულებით რეისებს. ყველა ეს რეისი ახალ ბაქანზე გაჩერდება.

20 მაისს ბათუმი-ქობულეთი-ურეკის და უკუმიმართულებით მარშრუტზე მატარებლები შემდეგი გრაფიკით იმოძრავებენ:

აღნიშნულ სამგზავრო მატარებლებზე ბილეთის ღირებულება ბიზნესკლასისთვის შეადგენს 10 ლარს, I კლასით მგზარობის საფასურია 8 ლარი, ხოლო II კლასით მგზავრობა შესაძლებელია 6 ლარად. I და II კლასით მგზავრობისას ბავშვებზე მოქმედებს შეღავათიანი ტარიფი.

21 მაისს პირველი მატარებელი თბილისის მიმართულებით ბათუმიდან დილით, 07:30 სთ.-ზე გამოვა.

აეროსმიტის კონცერტი ბლექსი არენაზე 20 მაისს გაიმართება. დარბაზის კარი 19:00 საათიდან გაიღება. შოუ, სავარაუდოდ, ღამის 01:00 საათამდე გაგრძელდება.