ნიუ-იორკში ავტომობილი ხალხში შევარდა, არის მსხვერპლი

CNN-ის ინფორმაციით, ნიუ იორკში, ტაიმს-სკვერზე ავტომობილი ხალხმრავალ ტროტუარზე ავარდა, რასაც 18 წლის ახალგაზრდა ქალის სიკვდილი მოჰყვა, 22 ადამიანი კი – დაშავდა.

სამართალდამცავების განცხადებით, ავტომობილის მძღოლი, 26 წლის რიჩარდ როხასი დაკავებულია. მათივე ინფორმაციითმ როხასო ორჯერ – 2008 და 2015 წელსბში დაკავებული იყო ავტომობილის მთვრალ მდგომარეობაში მართვისთვის.

პოლიციის განცხადებით, მომხდარს იძიებენ როგორც უბედურ შემთხვევას და არა როგორც ტერორისტულ აქტს.

A speeding vehicle strikes pedestrians on sidewalk in #NYC‘s #TimesSquare, here is a photo of the vehicle. pic.twitter.com/nqofpJssrP

— Kobeissi™ (@Gopic) May 18, 2017

თეთრი სახლის პრესმდივანმა, შონ სპაისერმა ტვიტერზე დაწერა, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე შეიტყო მომხდარის შესახებ.

 

.@POTUS has been made aware of the situation in Times Square and will continue to receive updates

— Sean Spicer (@PressSec) May 18, 2017