“ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო” რიგგარეშე ყრილობას გამართავს

 პარტიის ყრილობა, თბილისის საკონცერტო დარბაზში 15:00 საათზე დაიწყება.

 

ყრილობაზე წესდების ახალ რედაქციას მიიღებენ.  პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, პარტიას თავმჯდომარე არ ეყოლება და მას პოლიტსაბჭო უხელმძღვანელებს.

 

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” საპატიო თავმჯდომარის პოსტს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დაიკავებს.