შეხვედრა პარლამენტის პრობლემების მოგავრებისა და სამომავლო პერსპექტივებზე საუბრის მიზნით

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დონორებთან მიმდინაროებს საუბარი არამხოლოდ ახლანდელი პრობლემების მოსაგავრებლად, არამედ სამომავლო პერსპექტივებზეც.

 

“ჩვენ გვინდა შევქმნათ პროექტი “პარლამენტი 2020”, რომელიც გულისხმობს როგორი პარლამენტი უნდა ჰყავდეს დემოკრატიულ, წელში გამართულ ქვეყანას–საქართველოს. დონორებთან გვექნება საუბარი როგორ მივიყვანოთ პარლამენტი ხალხთან, როგორ გახდეს უფრო ეფექტური და როგორ შეასრულოს თავისი ფუნქცია, რომელიც იქნება მზარდი, რადგან “ქართული ოცნების რეფორმის” გატარების შემდეგ პარლამენტის როლი ქვეყნის ცხოვრებაში გაიზრდება”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე.

 

შეხვედრას ესწრებიან NDI–ის, IRI-ის, UNICEF–ისა და სხვა საერთაშორის ორგანიზაციების წარმომადგენლები.