ირმა ნადირაშვილმა “ქართულ ოცნება” ნეპოტიზმში ამხილა

მისი თქმით, პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ნათესავების დასასაქმებლად,  “ქართული ოცნების” წევრებს მწვანე შუქი აუნთო.

ირმა ნადირაშვილი

 

ნადირაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო პროგრამის თანახმად, უნდა მომხდარიყო სპორტის დეპოლიტიზება და დეცენტრალიზება, თუმცა ამ სფეროში უკუ პროცესები მიმდინარეობს და თანამდებობებზე დანიშვნები პოლიტიკური ნიშნით ხდება: “დღეს არსებულ ფედერაციებში შეცლილია პირველი პირები და თანამდებობაზე დაინიშნენ პირდაპირ პოლიტიკოსები.”

 

ირმა ნადირაშვილმა ბრიფინგზე შემდეგი სქემა წარმოადგინა:

 

 

 

ზურაბ აბაშიძე – პარლამენტის ვიცე სპიკერი– ბეისბოლის ფედერაციის პრეზიდენტია.

 

ლერი ხაბელოვი– სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე – საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეა.

 

საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში ხაბელოვის მოადგილედ დაინიშნა შოთა ხაბარელის შვილი მამუკა ხაბარელი.

 

თავის მხრივ შოთა ხაბარელი არის ლერი ხაბელოვის მოადგილე საპარლამენტო კომიტეტში.  

 

ირმა ნადირაშვილის განცახდებით, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა, უკვე განახორციელა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ს.ი.პ. –ების რეორგანიზაცია. განთავისუფლებული თანამშრომლებსი ადგილები დაიკავეს “ქართული ოცნების” აქტივისტებმა.

 

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორად დაინიშნა, ქართული ოცნების ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ამჟამად ჩეხეთში ელჩობის კანდიდატის ზაალ გოქსაძის მეუღლე, ქეთევან ფეიქრიშვილი.

 

კიდევ ერთ ს.ი.პ. –ში ლევან ყიფიანის მოადგილე ზურაბ აზმაიფარაშვილმა თავისი შვილი დანიშნა საინფორმაციო–ტექნოლოგიური დეპარტამენტის დირექტორად.

 

ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის ცოლის ძმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა  სამინისტროში ერთ–ერთი სამსახურის უფროსის მოადგილედ აიყვანა.

 

ლუკა კურტანიძე “ქართული ოცნების” აქტივისტი, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტია.

 

დავით ქევხიშვილი, ყვარელის გამგებელი “ქართული ოცნებიდან” ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტია. 

 

კახა ბექაური– პრემიერმინისტრის მეუღლის მფლობელობაში არსებული ტელეკომპანიის მე–9 არხის ყოფილი დირექტორი სროლის ფედერაციის პრეზიდენტია.

 

ირმა ნადირაშვილის განცხადებით, კახი კალაძის ცოლის მამიდა მაია არეშიძე “ქართული კინოს განვითარების”  დიერქტორად დაინიშნა.