სასულიერო პირების ნაწილს პოლიცია კანცელარიის ტერიტორიაზე არ უშვებს [ფოტო]

დღეს, 17 მააისს საპატრიარქოს მიერ დაწესებული ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით აქციები იმართება თბილისში. სასულიერო პირებმა და მრევლმა აქცია ლოცვით ფილარმონიიდან დაიწყეს. მოგვიანებით მსვლელობით გადაინაცვლეს მთავრობის კანცელარიასთან, სადაც ჰომოფობიისა და ტრანსოფობიის წინააღმდეგ ლგბტქი ადამიანები და მათი მხარდამჭერები აქციას მართვენ.

სასულიერო პირები ინგოროყვას ქუჩით მივიდნენ მთავრობის კანცელარიასთან, თუმცა ტერიტორია პოლიციელებს შემოსაზღვრული აქვთ. ამის გამო მათ ტერიტორიაზე შესვლა ვერ შეძლეს: იხილეთ “ნეტგაზეთი” ფოტომასალა: