იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტო „WannaCrypt“ ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ავრცელებს.
კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფი მომხმარებლებს მოუწოდებს, კომპიუტერული ვირუსის მოსაგერიებლად დაიცვან სამი რეკომენდაცია:
“ვირუსისგან თავის დასაცავად მნიშვნელოვანია, ორგანიზაციებმა დროულად განაახლონ ოპერაციული სისტემები, კერძოდ, ისარგებლონ კორპორაცია „Microsoft“-ის უსაფრთხოების MS17-010 ბიულეტენით რეკომენდებული განახლებით (https://technet.microsoft.com/en-us/library/security/ms17-010.aspx)“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში და აღნიშულია, რომ ამ რეკომენდაციების დაცვა მნიშვნელოვნად ამცირებს ორგანიზაციებისა და მოქალაქეების რისკს, დაზარალდნენ კონკრეტულად „WannaCrypt“ ან ნებისმიერი სხვა კიბერვირუსისაგან.
„WannaCrypt“ ვირუსი კომპიუტერულ ქსელში 12 მაისიდან ვრცელდება. გლობალურმა ჰაკერულმა შეტევამ 150-ზე მეტი ქვეყნის 200.000-მდე ობიექტი უკვე დააზიანა.