ტყიბულის შახტისა და ჭიათურის მაღაროების შემოწმება დაიწყო

16 მაისიდან ტყიბულის შახტისა და ჭიათურის მაღაროების შემოწმება ორი სამინისტროსეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფმა დაიწყო.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფი  2017 წლის 11 მაისის ერთობლივი ბრძანების საფუძველზე (N1-1/200, 01-98/) შექმნეს. ჯგუფი ზედამხედველობას გაუწევს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან, ასევე მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ სამუშაო ადგილებს, რომლებიც  მომეტებულ რისკს შეიცავს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.

მონიტორინგის ჯგუფი  ორივე უწყების შესაბამისი სფეროს წარმომადგენლებისგან შედგებატექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლებისგან.

ბრძანება უკვე ამოქმედდა. 16 მაისიდან ორივე სამინისტროს წარმომადგენლებმა ტყიბულის შახტისა და ჭიათურის მაღაროების შემოწმება დაიწყეს.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული ადგილები ორმაგ შემოწმებას გაივლის: ჩაუტარდებათ როგორც ტექნიკური ინსპექტირება, ასევე ზედამხედველობა გაეწევა შრომის პირობებს და შეფასდება, რამდენად შეესაბამება ისინი კანონმდებლობით დადგენილ შრომისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს.