ახალი ამბები

“პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ჟი­მის მსხვერ­პლთა მე­მო­რი­ა­ლი” 40 000 დაჯდა

11 თებერვალი, 2013 •
“პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ჟი­მის მსხვერ­პლთა მე­მო­რი­ა­ლი” 40 000 დაჯდა

“იუსტიციის სახლის მშენებლობისას ზურაბ ვაზაგაშვილის მამა მუდმივად მიდიოდა და ამაგრებდა წარწერას, რომ ეს იყო ადგილი სადაც მოხდა მკვლელობა. ეს იყო წინა ხელისუფლების დროს, შემდეგ თეა წულუკიანმა დაიბარა ბატონი იური ვაზაგაშვილი და უთხრამ, რომ ამ იდეის განხორციელება უნდოდა, იური ვაზაგაშვილის სურვილით აქ არა მხოლოდ მისი შვილის, არამედ 2004-2012 წლებ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ჟი­მის მსხვერ­პლთა მე­მო­რი­ა­ლი გაიხსნა”, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

 

სამინისტროს ინფორმაციით, მემორიალის მომზადებაში სმაინისტრო არ ჩარეულა, მემორიალის ავოტირი იური ვაზაგაშვილმა შეარჩია, ესკიზი იუსტიციის სამინისტროში წარადგინეს, რათა მემორიალი საერთო სივრციდან ამოვარდნილი არ ყოფილიყო, საბოლოოდ კი მისი დამზადება გადაწყდა თეთრი და შავი მარმარილოს გამოყენებით. მემორიალის დამზადების თანხები მთლიანად სამინისტრომ გაიღო და მისი დამზადება–მოპირკეთება 40 000 ლარი დაჯდა. მემორიალი იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თანდასწრებით გაიხსნა მიმდინარე წლის 9 თებერვალს.


შეგახსენებთ, რომ 2006 წლის 2 მაისს თბილისში, ყოფილი კორტების მიმდებარ ეტერიტორიაზე, იქ სადაც ამჟამად იუსტიციის სახლი მდებარეობ, სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს, რასაც ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა – ზურაბ ვზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულური.

მასალების გადაბეჭდვის წესი