“მიუხედავად თბილისის მერის მხრიდან გამოცხადებული მზადყოფნისა, პასუხი გაეცა გამოძიებისათვის ყველა მათთვის საინტერესო შეკითხვაზე, გამომძიებლებმა არ ისარგებლეს ამ საშუალებით და არ დაკითხეს თბილისის მერი. აქედან გამომდინარე ერთმნიშვნელოვანია, რომ თბილისის მერის დაბარება, არა საქმეზე სიმართლის დადგენის მიზნით, არამედ მხოლოდ პოლიტიკური ზეწოლისა და დაშინების მიზნით განხორციელდა.
ამასთან ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ არანაირი აუცილებლობა თბილისის მერის დაკითხვისა არ არსებობს, ვინაიდან გამოძიებას გააჩნია უამრავი ვიდეო და ფოტო მასალა, სადაც ნათლად ჩანს საქართველოს პრეზიდენტის მოსასმენად მისული ადამიანების წინააღმდეგ გამოვლენილი ძალადობის ფაქტები და ამ ყველაფრის საპასუხოდ პოლიციელების დანაშაულებრივი უმოქმედობა. თუ გამოძიება ამ და სხვა შემთხვევაშიც არ იქნება გამოყენებული როგორც პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტი, კიდევ ერთხელ მზადყოფნას გამოვთქვავთ გამოძიებისათვის საინტერესო ნებისმიერ შეკითხვას წინასწარ შეთანხმებულ დროს თბილისის მერიაში ვუპასუხოთ.”
შეგახსენებთ, რომ დღეს 10 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 8 თებერვალს საჯარო ბიბლიოთეკასთან განვითარებული მოვლენების გამო დაკითხვაზე დაიბარა თბილისის მერი გიგი უგულავა. თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომლეშიც აღნიშნული გახლდათ, რომ გიგი უგულავა არ აპირებს შსს–ში მისვლას დაგეგმილი დღის გამო და მერიაში ელოდება სამართალდამცავებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, სამრთალდამცავები არ აპირებენ უგულავას დასაკითხად მერიაში მისვლას და მოუწოდა ყველას, რომ პატივი სცენ კანონს და ითანამშრომლონ გამოძიებასთან.
დაკითხვაზე ასევე არ გამოცხადდნენ დაბარებული საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები, მათი განცხადებით სამართალდამცავებს ისისნი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ელოდებიან. შსს–ს ცნობით სამართალდამცავები არც მათ დასაკითხად არ მივლენ.
