შეკითხვაზე – ზოგადად, საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის კარგი მოვლენა იყო თუ ცუდი? – გამოკითხულთა 48%-ის პასუხია – “კარგი მოვლენა”, 42%-ის – ცუდი მოვლენა, ხოლო 10%-ს პასუხი არ აქვს. ამასთან, იმ ადამიანთა უმეტესობა, ვინც მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა ცუდი მოვლენა იყო, მაინც უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.
ასეთი შედეგები აჩვენა კვლევამ, რომლის პრეზენტაცია დღეს, 12 მაისს, გამართეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ.
კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.