იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პროკურორი რეზო ნადოი მოსამართლედ არ დანიშნა

დღეს, 11 მაისს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლედ დანიშვნაზე უარი უთხრა პროკურორ რეზო ნადოის. მას სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის ან საგამოძებო პალატაში სურდა მოსამართლედ დანიშვნა.

რეზო ნადოიმ ფარულ კენჭისყრაზე დანიშვნისთვის საჭირო ხმების მოგროვება ვერ შეძლო. იმისათვის, რომ მოსამართლედ დანიშნულიყო, მას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 10 წევრის ხმა სჭირდებოდა.

რეზო ნადოი გახმაურებული საქმეების, მათ შორის, ბაჩო ახალაიას, ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრების და მუხროვანის ამბოხის საქმეებზე იყო პროკურორი.

11 მაისს იუსტიციის უმაღლესი საბჭო 77 მოსამართლეობის კანდიდატს უყრის კენჭს.