“ეს არის ძალიან არასასიამოვნო და ცუდი ფაქტი. მომხდარი დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოძიებული და ის პირები დადგენილი, ვინც ძალადობაში მოანწილეობდა. ცხადია, ყველას გამოხატვის თავისუფლება დაცულია და ამ ადამიანებს შეეძლო იქ მისვლა და საკუთარი აზრის გამოხატვა, მაგრამ ფიზიკური შეურაცხყოფით გამოხატვა დაუშვებელია,”- აცხადებს კობახიძე.
ის არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული ფაქტი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ არის პროვოცირებული.
“ეს წყალს ასხამს “ნაციონალების” წისქვილზე. შეიძლება ეს ადამიანები ჩვენი მხარდამჭერები არიან, მაგრამ მათ ჩვენი ოპონენტების საქმე გააკეთეს. ამ დროს უკვე ჩვენკენ იშვერენ ხელს, თითქოს ჩვენ წავაქეზეთ. როდესაც ხედავდნენ, რომ ამხელა ეგზალტირებული მასა იმყოფება იქ და მაინც იმ შესასვლელით სარგებლობ, სადაც შეიძლება საფრთხე იყოს, ეს პროვოკაციაა.”
კითხვაზე, ხომ არ აიცილებდა მთავრობა ამ ფაქტს პრეზიდენტისთვის პარლამენტში გამოსვლის უფლების მიცემით კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდნეტის დაცვა პარლამენტის შესასვლელთანაც გახდებოდა აუცილებელი.
“როგორც გავაკრვიეთ, პარლამეტის წინაც იყო დაგეგმილი მისთვის სირცხვილის კორიდორის მოწყობა და მიტინგის გამართვა. ცხადია, პრეზიდენტი იქაც უნდა დაგვეცვა,”- ამბობს კობახიძე.
