დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელად ამირან გამყრელიძე დაინიშნა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ მარიამ ჯაშმა წარუდგინა.

 

ცენტრის ხელმძღვანელის პოსტს ამ დრომდე ეკა ქავთარაძე იკავებდა, რომელიც ცენტრს ბოლო 6 თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ეკა ქავთარაძე ამირან გამყრელიძის მოადგილედ რჩება.