“გუშინდელი ირმა ნადირაშვილის განცხადების მერე, მისი და იქნა დაბარებული პროკურატურაში. ეს არის ივანიშვილის მეთოდი ოპოზიციასთან ურთიერთობის. საკმარისი იყო დეპუტატ ირმა ნადირაშვილს გაეკრიტიკებინა ის პროტექციონიზმი, ნეპოტიზმი, ჩაწყობებით და ნათესაობებით სამსახურის დაკავება, რასაც ადგილი აქვს ტოტალურად რაიონებშიც, რეგიონებშიც და თბილისშიც, აი, ეს გაეკრიტიკებინა და მისი და იქნა დაბარებული პროკურატურაში. აი, ამ მეთოდით ცდილობენ ის გააჩუმონ.”

 

მისივე თქმით, საპარლამენტო უმცირესობას ვერანაირი ზეწოლით ვერ გააჩუმებენ:

 

“მინდა ვუთხრა მთავრობას, მინდა ვუთხრა ხელისუფლებას, მინდა ვუთხრა წულუკიანსა და კბილაშვილს და ხადურს, ბრმა შემსრულებლებს ივანიშვილის ხუშტურებისა, რომ ვერანაირი ზეწოლით, ვერანაირი შანტაჟით, ვერანაირი ოჯახის წევრების დევნით ისინი ვერ გვაიძულებენ გავჩუმდეთ და ვერ გვაიძულებენ, ქართველ ხალხს არ ვუთხრათ იმ ქაოსის შესახებ, რომელიც მათი მთავრობის ხელში სუფევს ამ ქვეყანაში.”

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას ნადირაშვილმა აღნიშნა, რომ მის დას პროკურატურა ემუქრება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *