ევროფესტივალის ქართველი მონაწილე თამარა გაჩეჩილაძე, სიმღერით Keep the Faith მაყურებლის წინაშე დღეს, 9 მაისს, პირველ ნახევარფინალურ საღამოზე მე-2 ნომრად წარდგა. თუმცა კონკურსზე გამოსვლამდე ილოცა და შესაბამისი ვიდეო “ინსტაგრამზე” თვითონვე განათავსა.
Update: საქართველო ევროვიზიის ფინალში ვერ გავიდა. მეტი დეტალი წაიკითხეთ აქ.
2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირველი ნახევარფინალური ტურის პირდაპირი ტრანსლირება კიევიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე 23:00 საათიდან დაიწყო. 18 კონკურსანტიდან 10 რჩეულ შემსრულებელი მაყურებელმა და ჟიურიმ ერთობლივად გამოავლინეს. მეორე ნახევარფინალი 11 მაისს გაიმართება. ევროფესტივალის გრანდიოზული ფინალი კი 13 მაისს ჩატარდება.