რას ცვლის სოციალური უფლებების დაცვის კუთხით კონსტიტუციის პროექტი

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრების ნაწილის აზრით, კონსტიტუციის გადასინჯვის ახალი პროექტით, სოციალური უფლებების ნაწილი გაუარესდა, ხოლო ნაწილი გაუმჯობესდა. კომისიის წევრების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ პროექტი ზედმეტად სოციალურია. რეალურად, რა იცვლება ახალი პროექტით და რატომ არის მნიშვნელოვანი სოციალური უფლებების კონსტიტუციონალიზება?

რა იცვლება კონსტიტუციის ახალი პროექტით?

კონსტიტუციის პირველი თავი ზოგად დებულებებს განსაზღვრავს. ამ თავის მეხუთე მუხლის თანახმად, საქართველო სოციალური სახელმწიფოა:

დღეს მოქმედ კონსტიტუციაში სოციალური უფლებები ასე სისტემატიზებული და ერთ მუხლში თავმოყრილი არ არის, თუმცა ყველაფერი ამით არ გვარდება.

როგორც აღინიშნა, კონსტიტუციის პირველი ნაწილი ზოგად დებულებებს განსაზღვრავს, ხოლო მეორე ნაწილი – ადამიანის ძირითად უფლებებს.

კოსნტიტუცია

ადამიანის უფლებების თავი მოიცავს სუბიექტურ უფლებებს, რომლებითაც ადამიანები არიან აღჭურვილი და რომლის საფუძველზეც შეგვიძლია ვიდავოთ სასამართლოში. ხოლო რაც ამ თავში არ წერია, ის უფლებები არ გვაქვს.

რაც შეეხება ზოგად დებულებებს, ეს არ არის უფლებების კატეგორია. ეს არის სახელმწიფოს მიზნების დამდგენი დებულებები, მას არ აქვს უფლების ძალა, ანუ განსაზღვრავს იმ მიზნებს, რომლებსაც სახელმწიფომ პოლიტიკით უნდა უპასუხოს.

ადამიანის უფლებების ნაწილში შემოტანილია შრომის, განათლების და ჯანდაცვის საკითხები. კერძოდ:

“მიუხედავად იმისა, რომ სოციალური საკითხები არა უფლებების ნაწილში, არამედ ზოგადი დებულებების ნაწილში ჩაიწერა, მაინც მკაფიო გახდა მათი მნიშვნელობა. ეს რომ ადამიანის უფლებების მუხლებში ჩაწერილიყო, უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ამ ეტაპზე მისი აღსრულება ძალიან რთული იქნებოდა და, შესაბამისად, უამრავი სარჩელი შევიდოდა საკონსტიტუციო სასამართლოში,” – ამბობს ბექა ნაცვლიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია “სოციალ-დემოკრატების” წევრი.

“კონსტიტუცია უნდა იყოს პოლიტიკური დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს თავისუფლებებს და თავისუფალი ადამიანები ყველაზე კარგად უზრუნველყოფენ ეკონომიკურ კეთილდღეობას,” – ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი, საპარლამენტო უმცირესობის წევრი.

შედარება კონსტიტუციის მოქმედ რედაქციასთან

სოციალური უფლებები კონსტიტუციის მოქმედ რედაქციაში უფლების დამდგენ სხვადასხვა მუხლებშია გაბნეული. მოქმედი რედაქციით:

კონსტიტუციის ახალ პროექტში ეს მუხლი ზოგად დებულებებშია გადატანილი.

47900

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) სოციალური პროგრამის დირექტორის, ლინა ღვინიანიძის თქმით, ამ მუხლის ადამიანის უფლებების თავიდან ამოღებას და ზოგად დებულებებში გადატანას შეიძლება ჰქონდეს ყველაზე დიდი ნეგატიური ზეგავლენა სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებზე:

“ეს სამი იყო უმნიშვნელოვანესი. 39-ე მუხლი იყო ერთგვარი ფანჯარა იმ უფლებებზე გასასვლელად, რომლებიც არ იყო პირდაპირ ნახსენები. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მუხლი. ამ მიმართულებით კონსტიტუცია გაუარესდა. ჩვენ მივიღეთ მხოლოდ ჩანაწერი უფლებების თაობაზე ზოგად დებულებებში და მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები და გარდაქმნები ვერ მივიღეთ.“

ბექა ნაცვლიშვილის აზრით, ახალი პროექტი წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან აქამდე სოციალურ უფლებებზე ასე მკაფიო და დეტალურად გაწერილი ჩანაწერი არ გვქონდა კონსტიტუციაში.

“ჩვენ ამ მკაფიო ჩანაწერის გაჩენის საფუძველზე ვაღიარეთ სოციალური სახელმწიფო და ადამიანის სოციალური უფლებები ერთ-ერთ უზენაეს ღირებულებად და სახელმწიფო ვალდებული გახდა, ნელ-ნელა პროგრესულად იაროს ამ ზოგადი მიზნების განხორციელებისკენ.”

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი ვახუშტი მენაბდე მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის უფლების კუთხით უკეთესი ჩანაწერი გვაქვს, ხოლო დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით- უარესი:

“პირდაპირ არის მითითება სახელმწიფოს ვალდებულებებზე ჯანდაცვის სფეროში. უმუშევრობის შემცირების მიმართულებით კი კონსტიტუცია გაუარესდა,” – აღნიშნავს მენაბდე.

პარლამენტის ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილი ფიქრობს, რომ გაუარესებაზე საუბარი არასწორია.

“არც ერთი ნორმა არსებობს, სადაც რაიმე ტიპის გაუარესება მოხდა. კონსტიტუციაში ძალიან ნათლად და მკაფიოდ ყალიბდება სოციალური სახელმწიფოს პრინციპი, როგორც ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი პრინციპი. გაჩნდა ისეთი ნორმები, როგორიც მანამდე არასდროს ყოფილა კონსტიტუციაში ნახსენები, როგორიცაა შშმ პირების დაცვის გარანტიები, კაცის და ქალის თანასწორობა და სხვა.”

შრომის პირობების ზედამხედველობის მექანიზმი

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში თავდაპირველად წარდგენილი კონსტიტუციური პროექტი შრომის პირობების ზედამხედველობის მექანიზმსაც შეიცავდა, თუმცა საბოლოოდ დამტკიცებულ დოკუმენტში ეს ჩანაწერი არ გვხვდება.

“შრომის უსაფრთხოებაზე ჩანაწერს ცალკე ეყარა კენჭი და საჭირო ხმების რაოდენობა ვერ მოაგროვა. შრომის უსაფრთხოება ის თემაა, რომელსაც მნიშვნელოვანი ყურადღება და ცვლილებები სჭირდება, თუმცა არ მგონია, რომ შრომის უსაფრთხოების ინსპექცია უნდა ჩაიწეროს კონსტიტუციაში. კონსტიტუცია სხვა ტიპის დოკუმენტია. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უარს ვამბობთ შრომის უსაფრთხოების ზრუნვაზე, “ – ამბობს თამარ ჩუგოშვილი.

აქცია შრომის პირობების უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან. ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი. 28.04.2017

აქცია შრომის პირობების უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან. ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი. 28.04.2017

ლინა ღვინიანიძის განცხადებით, ეს ჩანაწერი მთავრობის ეკონომიკური გუნდის გავლენით ამოიღეს:

“ეს ჩანაწერი მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად ამოიღეს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მექანიზმის დამკვიდრება ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებაა. ადრე თუ გვიან ეკონომიკურ გუნდს მოუწევს ამ ჩანაწერის გაკეთებაზე დათანხმება, ან ეროვნულ კანონმდებლობაში, ან სხვა სამართლებრივ აქტში.”

ბექა ნაცვლიშვილი არ გამორიცხავს, რომ შრომის ზედამხედველობის შესახებ კონსტიტუციაში ჩანაწერი პროექტს საპარლამენტო განხილვების დროს ჩაემატოს:

“ჩვენ გვაქვს დრო, რომ საპარლამენტო განხილვის ფარგლებში ვიბრძოლოთ ამისთვის. პარლამენტარებს შორის მკვეთრი წინააღმდეგობა არ არის ამ საკითხზე, ეს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და უმრავლესობას შორის მოლაპარაკების საკითხია.“

რისთვის გვჭირდება სოციალური უფლებების კონსტიტუციონალიზება?

“უფლების ჩაწერას აქვს პოლიტიკური მნიშვნელობა, მოქალაქეებს უჩნდებათ განცდა, რომ ისინი დაცულები არიან, ხოლო ხელისუფლება იღებს ვალდებულებას, რომ ქვეყანა ამ მიმართულებით განვითარდება და უფლებების აღსრულების მექანიზმები შეიქმნება,” – ამბობს ვახუშტი მენაბდე.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) სოციალური უფლებების პროგრამის დირექტორის, ლინა ღვინიანიძის თქმით, კონკრეტული უფლებების კონსტიტუციაში ჩაწერა იმას არ ნიშანვს, რომ ავტომატურად, მყისიერად მისი აღსრულების ვალდებულება ეკისრება რესპუბლიკას:

“კონსტიტუციის ტექსტი გარკვეული ტიპის ღირებულებითი განაცხადია ნებისმიერი ქვეყნისთვის, თუ რას აღიარებს და არ აღიარებს ის. უფლებების კონსტიტუციონალიზება ნიშნავს, რომ სახელმწიფომ უნდა დაიწყოს ყველაფრის გაკეთება, რათა ეს უფლებები რეალიზდეს.“

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ფიქრობს, რომ სოციალური უფლებების კონსტიტუციონალიზება საჭირო არ არის. მისი თქმით, მმართველმა გუნდმა კონსტიტუცია ფუჭი დაპირებების ქაღალდად აქცია:

“გაპოპულისტებულია კონსტიტუცია, ისეთი ვალდებულებები და პირობებია გაცემული, რომლის შესრულება საქართველოს არ შეუძლია. ეს არის საარჩევნო დაპირებების მსგავსი ლოზუნგების შეტანა კონსტიტუციაში, რაც არასწორია. “

აქცია შრომის პირობების უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან. ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი. 28.04.2017

აქცია შრომის პირობების უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან. ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი. 28.04.2017

იმავე აზრზეა საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი. მისი აზრით, კონსტიტუცია უნდა იყოს რაც შეიძლება მინიმალისტური და ადგენდეს იმ პირობებს, რაც უზრუნველყოფს მოქალაქეების თავისუფლებას, თავად გადაწყვიტონ თავისი ბედი, მათ შორის, ეკონომიკურ საქმიანობაში.

“ჩვენ ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ სურვილები და შესაძლებლობები. საბჭოთა კავშირმა გვაჩვენა, რომ სახელმწიფოზე ყველაფრის აკიდება არის გზა კეთილდღეობის დაცემისკენ და ყველას გაღარიბებისკენ. ამიტომ სურვილები და რეალობა არის სხვადასხვა რამე.”

თამარ ჩუგოშვილის თქმით კი, ახალი პროექტი რეალური და პრაქტიკულია:

“სოციალური უფლებების დიდი ნაწილი გაწერილია ადამიანის უფლებების თავში, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეებს შეუძლიათ აიღონ ისეთი ნორმები, რომლებიც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და სასამართლოში გაასაჩივრონ. ასე რომ, ეს ძალიან პრაქტიკული დანიშნულების მქონე დოკუმენტია.”

______________________________________________________________

კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის საერთო-სახალხო განხილვა 5 მაისს დაიწყო და საქართველოს სხვადასხვა მხარეში 15 მაისამდე გაგრძელდება. კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას საქართველოს პარლამენტის ორ თანმიმდევრულ სესიაზე სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი, ანუ 113 დეპუტატი.

დღეს მოქმედი კონსტიტუცია 109 მუხლისგან შედგება, ხოლო ინიცირებულ პროექტში, რომელიც პარლამენტთან შექმნილმა საკონსტიტუციო კომისიამ შეიმუშავა – 78 მუხლია. კონსტიტუციის პროექტში მუხლები გადაადგილებული და დაჯგუფებულია, ზოგ შემთხვევაში კი- გაერთიანებული.

კონსტიტუციის შემოთავაზებული პროექტი 2 000-ზე მეტი სიტყვით აღემატება დღეს მოქმედ კონსტიტუციას.

კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტი ითვალისწინებს პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებებს, სასამართლოს დაკომპლექტების შესახებ ცვლილებებს, ცვლილებებს ადამიანის უფლებების ნაწილში და ასე შემდეგ. კონსტიტუციის პროექტში შეტანილი ძირითადი ცვლილებების შესახებ წაიკითხეთ აქ.