“ნაციონალების” ფრაქცია კიდევ ერთმა დეპუტატმა დატოვა

უსუფაშვილის თქმით, შესაბამისი განცხადებით პარლამენტს მიმართა გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ფეიქრიშვილმა, რომელმაც ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დატოვა.

 

შეგახსენებთ, რომ საკუთარი განცხადების საფუძველზე 4 თებერვალს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რეგიონები” დატოვა ყვარლის მაჟორიტარმა დეპუტატმა მარიკა ვერულაშვილმა.