ახალი ამბები

მაკრონი: მე რომ ვყოფილიყავი ცოლზე 20 წლით უფროსი, კითხვები არავის გაუჩნდებოდა

9 მაისი, 2017 •
მაკრონი: მე რომ ვყოფილიყავი ცოლზე 20 წლით უფროსი, კითხვები არავის გაუჩნდებოდა

საფრანგეთის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მიზოგინიაში დაადანაშაულა ადამიანები, რომლებიც საუბრობენ, რომ მაკრონის ცოლი ქმარზე ბევრად უფროსია.

“მე რომ 20 წლით ვიყო ჩემს ცოლზე უფროსი, ერთი წამითაც კი არავინ დააყენებდა კითხვის ნიშნის ქვეშ ამ ურთიერთბას. რადგან ის ჩემზე 20 წლით უფროსია, უამრავი ადამიანი ამბობს, რომ ეს შეუძლებელია,”- განაცხადა ემანუელ მაკრონმა Le Parisien-თან საუბრისას.

მაკრონი 24 წლით უფროს ქალზე, ბრიჯიტ ტროგუნსზეა დაქორწინებული. ბრიჯიტ ტროგუნსი მანამდე დაქორწინებული იყო და სამი შვილი ჰყავს, თუმცა ქმარს გაშორდა და წყვილმა 2007 წელს იქორწინა.

ბიბისი წერს, რომ მაკრონის სასიყვარულო ისტორიას ხშირად იყენებენ იმის აღსაწერად, თუ რამდენად გამბედავი და საკუთარ თავში დარწმუნებულია პრეზიდენტობის კანდიდატი:

“მას უნდოდა ეჩვენებინა, რომ თუ შეძლო და 24 წლით უფროსი ქალი და სამი შვილის დედა შერცხვენის და დაცინვის მცდელობის მიუხედავად მოეხიბლა, ის ასევე შეძლებდა საფრანგეთს “დაპყრობასაც”,- ამბობს მისი ბიოგრაფი ანა ფულდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი