ილია მეორე ვაკის პარკში ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად მივიდა

ვაკის პარკში ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე მივიდა.

თბილისში, ვაკის პარკში  ფაშიზმზე  გამარჯვების დღის აღსანიშნავად ვეტერანები, მოქალაქეები, ხელისუფლებისა და სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები უკვე იკრიბებიან.

ვეტერანებს დღევანდელი დღე მიულოცა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. მისი თქმით, ამ ომში საქართველომ დიდი მსხვერპლი გაიღო.