ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილი: საქართველოში უპრეცედენტო ძალადობა იყო

5 თებერვალი, 2013 •
ბიძინა ივანიშვილი: საქართველოში უპრეცედენტო ძალადობა იყო

პრემიერმინისტრი საქართველოში პოლიტპატიმრების ამნისტიის თემას შეეხო: 

 

ბიძინა ივანიშვილი/ფოტო: Reuters
ბიძინა ივანიშვილი/ფოტო: Reuters

“მინდა 100 დღიანი შემაჯამბელი ანგარიში გავაკეთო დღეს. რისი გაკეთება მოვახერხეთ და რა პრონციპული დაპირებებეი ვერ შევასრულეთ.  სამართლიანობის აღდგენის პროცესით ვიწყებდი ყოვლთვის. მგონია, რომ ეს პროცესი მართლაც დაწყებულია და კარგად ვითარდება. მთავარია ის დიდი ძალადობა, რასაც წინა ხელისუფლება ახორციელებდა საქართველოს თითოეულ  მოქალაქეზე, შეწყდა ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ. ძველი დაზარალებულებიდან ნაწილი გამოსწორდა, მხედველობაში მაქვს, ის რომ 190 პოლიტპატიმარი გათავისუფლდა, ხოლო 3 ათასზე მეტი შეწყალებულია”.  

 

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოში პოლიტპატიმართა დიდი რაოდენობა, ქვეყანაში არსებულმა უპრეცედენტო ძალადობამ განაპირობა: 

 

” ჩვენი დევანდელი ოპოზიცია და მათი ლიდერი აცხადებდა, რომ თუ როგორ შეიძლება საქართველოში 190 პოლიტპატიმარი იყოს და არ ეთანხმებოდა ამ ციფრს და ადარებდა ჩრდილოეთ კორეას.  მე განვმარტავ, რომ უპრეცედენტო ძალადობა იყო საქართველოში. ჩრდილოეთ კორეა და კორეეელები საუბედუროდ შეგუებულნი არიან, იმ სისიტემას, სადაც ისინი ცხოვრობენ. საქართველო და ქართველო ხალხი არ ეგუებოდა იმ ძალადობას, რაც ხდებოდა, ამიტომ იყო ამდენი პოლიტპატიმარი. ამას ასეთ ახსნას მივცემდი” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

პრემიერმინისტრის მთავრობის 100 დღიანი ანგარიშის პრეზენტაცია სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” ამ წუთებში მიმდინარეობს.  

მასალების გადაბეჭდვის წესი