ლე პენი მაკრონს წარმატებას უსურვებს

მარინ ლე პენი ემანუელ მაკრონს, რომელიც წინასწარი შედეგების მიხედვით, საფრანგეთის ახალი პრეზიდენტი იქნება, “წარმატებას უსურვებს”.

BBC-ის ცნობით, ლე პენმა განაცხადა, რომ ახლა საფრანგეთში წყალგამყოფი “გლობალისტებსა და პატრიოტებს შორისაა”.

ლე პენმა ასევე განაცხადა, რომ არჩევნებზე დაფიქსირებული შედეგი “ისტორიულია” ეროვნული ფრონტის პარტიისთვის და ისინი მოემზადებიან საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც საფრანგეთში ივნისში ჩატარდება.

წინასწარი შედეგების მიხედვით, არჩევნების მეორე ტურში ცენტრისტმა ლიბერალმა ემანუელ მაკრონმა გაიმარჯვა, შესაბამისად, საფრანგეთის პრეზიდენტი სწორედ ის გახდება.