თიბისი ბანკისა და ბანკი რესპუბლიკის გაერთიანება წარმატებით დასრულდა

თიბისი ბანკისა და ბანკი რესპუბლიკის გაერთიანების რამდენიმეთვიანი პროცესი წარმატებით დასრულდა.  ამით თიბისი ბანკი საქართველოს  ბაზარზე #1 ბანკი გახდა ყველა საბანკო სეგმენტში. კიდევ უფრო გაფართოვდა თიბისი ბანკის მომსახურების ქსელი – მთელი საქართველოს მასშტაბით, ფილიალების რაოდენობა გაიზარდა 167-მდე, ხოლო  ბანკომატების – 530-მდე; თიბისი ბანკის კლიენტების რაოდენობამ კი 2 მილიონს მიაღწია.

8 მაისიდან ბანკი რესპუბლიკის მომხმარებლები შეძლებენ, მიიღონ სრულფასოვანი მომსახურება თიბისი ბანკის მთლიან ქსელში. ორი ბანკის ტექნიკური მიგრაცია დასრულდება 8 მაისს.  მომდევნო ორი დღის განმავლობაში, 6 და 7 მაისს, იქნება გარკვეული შეფერხებები თიბისი ბანკის სერვისებზე, ხოლო დღეს, 5 მაისის დღის ბოლომდე გაუქმდება ბანკი რესპუბლიკის ყველა სერვისი. კერძოდ:

[checklist]

5 მაისის  18:00 საათის შემდეგ ბანკი რესპუბლიკის სერვისები აღარ იმუშავებს, რესპუბლიკიდან გამავალი გადარიცხვები შეუძლებელი იქნება 5 მაისის 16:00 საათის შემდეგ;

[checklist]

[/checklist]

„ჩვენი უმთავრესი მიზანია, გვყავდეს ბევრი კმაყოფილი კლიენტი, მათთან ერთად განვვითარდეთ და რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივცეთ მათი სურვილებისა და ჩანაფიქრების ასრულების შესაძლებლობა. ის 500 ათასამდე კლიენტი, რომელიც  ბანკი  რესპუბლიკიდან შეგვემატა,  ჩვენი კომპანიისათვის ახალი ეტაპის დასაწყისს ნიშნავს და ვფიქრობთ, შევძლებთ გამოვიყენოთ ჩვენი სიძლიერე ჩვენივე კლიენტების კმაყოფილების მისაღწევად, “ – განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ თიბისი ბანკში გამართულ პრესკონფერენციაზე.