“კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა საქართველოს პარლამენტში შედგება 8 თებერვალს, პარასკევს, 14:00 საათზე”, – აცხადებენ პარლამენტის აპარატში.

 

მათივე ცნობით, პრეზიდენტის გამოსვლის განხილვის ფორმატის თაობაზე გრძელდება კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის და საბოლოო გადაწყვეტილებას 5 თებერვალს პარლამენტის ბიურო მიიღებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *