სოფლის მეურნეობის მილიარდიან ფონდში ფული ჯერ არ ჩარიცხულა

მინისტრის განცხადებით, საგაზაფხულო სამუშაოებისათვის 800 ათასი ნაკვეთის აღწერა მოხდა. კირვალიძემ განაცხადა, რომ მილიარდიანი ფონდი უკვე შექმნილია და მისი პრეზენტაცია უახლოეს დღეებში მოხდება.

 

დავით კირვალიძე
დავით კირვალიძე

დავით კირვაიძემ განაცხადა, რომ სოფლის მეურნეობის ფონდში ფული ჩარიცხული ჯერ არ არის და რა წყაროებიდან დაფინანსდება ფონდი, მინისტრს არ დაუკონკრეტებია: “ფონდში თანხა ჩარიცხული არ არის, თუმცა ვაუჩერები მაინც დარიგდება უახლოეს მომავალში”.