მარნეულში არასრულწლოვანი გოგო გაიტაცეს

დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელს თაქალოს საჯაროს სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან 17 წლის გოგონა გაიტაცეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მეთორმეტეკლასელი გოგონა დაახლოებით 10 წლით უფროსმა კაცმა გაიტაცა, გამტაცებლის ვინაობა დადგენილია და მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები.

შსს-ში აცხადებენ, რომ გატაცების მიზეზს გამოძიება დაადგეს. მომხდარზე საქმე საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით არის აღძრული, რაც ითვალისწინებს თავისუფლების უკანონო აღკვეთას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.