ლიტერატურული პრემიის “ლიტერა” გამარჯვებულები გამოვლინდნენ

დღეს, 27 აპრილს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს მწერალთა სახლის ერთობლივი ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ 2017 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ:

[checklist]

[/checklist]

წელს ჟიურის თავმჯდომარე კლასიკური ფილოლოგიისა და მსოფლიო ლიტერატურის სპეციალისტი ლევან ბერძენიშვილი იყო. მის შემადგენლობაში იყვნენ მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი, პოეტები პაატა შამუგია და გიორგი ლობჟანიძე, ასევე ბელა წიფურია. ჟიურის ვინაობა ამ დრომდე გასაიდუმლოებული იყო.

კონკურსში სულ შევიდა 100-მდე წიგნი, თუმცა ჟიურიმ მოკლე სიაში შეარჩია 33.

წელს გამარჯვებული არ გამოვლინდა საბავშვო ლიტერატურის ნომინაციაში და ის დოკუმენტურმა პროზამ ჩაანაცვლა. რადგან კონკურსის ორგანიზატორები პირველ ივნისს დამოუკიდებელ ლიტერატურულ კონკურსს გამოაცხადებენ საბავშვო ლიტერატურაში. ეს იქნება იაკობ გოგებაშვილის სახელობის კონკურსში და ის 13 ნომინაციას მოიცავს.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ საქართველოს მწერალთა სახლთან ერთად ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ 2015 წელს დააარსა. თითოეულ გამარჯვებულს 5 000 ლარის ოდენობით პრემია გადაეცემა.