საზმაუს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ გრიგოლ გოგელია მეორე ვადით აირჩიეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ გრიგოლ გოგელია მეორე ვადით აირჩიეს. აღნიშნულ საკითხზე საბჭოს სხდომა დღეს გაიმართა.

“მოამბის” ინფორმაციით, გრიგოლ გოგელიას კანდიდატურა თავმჯდომარის თანამდებობაზე სამეურვეო საბჭოს ექვსმა წევრმა წარადგინა. მას ფარული კენჭისყრით მხარი დაუჭირა საბჭოს ექვსმა წევრმა, ხოლო ორმა თავი შეიკავა.

გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე კენჭი უყარეს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურას და ამ თანამდებობაზე 6 ხმით მარინა მუსხელიშვილი აირჩიეს.  ​გრიგოლ გოგელიას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის ვადა 2018 წელს ეწურება.